საქართველოს კულტურის მინისტრმა ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტი მოინახულა.

სურათი

19 ნოემბერი 2024 წელი

საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრი თინათინ რუხაძე სახელოვნებო სფეროში მოქმედი ორგანიზაციების გაცნობას აგრძელებს. იგი ამჯერად აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრთან, მაია ხაჯიშვილთან ერთად, ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტს ეწვია და არსებულ ვითარებას გაეცნო.
მინისტრმა უნივერსიტეტის რექტორთან, თემურ კეჟერაძესთან და ადმინისტრაციასთან სამუშაო შეხვედრა გამართა, სამინისტროს სახელით მხარდაჭერა აღუთქვა და სამომავლო თანამშრომლობისთვის მზადყოფნა გამოხატა.
შეგახსენებთ, რომ ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტი საქართველოში ერთადერთი უმაღლესი სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულებაა, სადაც სწავლება ხელოვნების ოთხი (თეატრი, კინო, მუსიკა, სახვითი ხელოვნება) მიმართულებით მიმდინარეობს.

 

სიახლეების კალენდარი

ორშსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930