ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტში „ჯუნიორ ეჩივმენტის“ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
4 ოქტომბერი 2024 წელი
2 ოქტომბერს, ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტში, მემორანდუმის ფარგლებში, შედგა საინფორმაციო შეხვედრა „ჯუნიორ ეჩივმენტის“ საერთაშორისო ტრენერთან ინგა გეგეშიძესთან, რომელმაც უნივერსიტეტის მოდის დიზაინის პროგრამის სტუდენტებს გააცნო ინფორმაცია „ჯუნიორ ეჩივმენტის“ მიერ გამოცხადებულ საერთაშორისო პროექტის “აღმშენებლობა სოციალური მეწარმეობით” შესახებ.
უნივერსიტეტმა წარმატებით გაიარა პირველი საკონკურსო ეტაპი და პროექტში მონაწილეობისთვის შეირჩა 15 სტუდენტი.
აქსელერატორ_X | სოციალური მეწარმეობის პროგრამა - პროექტი საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას რესპუბლიკის ახალგაზრდებს მდგრადი სოციალური საწარმოების შესაქმნელად საჭირო უნარებითა და ცოდნით აღჭურავს. ამასთანავე, მონაწილეები გაიუმჯობესებენ დასაქმების შესაძლებლობებს და მრავალმხრივ განავითარებენ სამეწარმეო კომპეტენციებს, მათ შორის კრეატიულობას, შეუპოვრობას, გუნდურ მუშაობას და სირთულეების მარტივი გზებით დაძლევის უნარს. პროექტი ხელს შეუწყობს სოციალური საწარმოებისთვის ხელსაყრელი ეკოსისტემის განვითარებას.
პროექტის ორგანიზატორები არიან: მოდის დიზაინის პროგრამის ხელმძღვანელი, პროფესორი ქეთევან ვაჩეიშვილი, შემოქმედებითი პროექტების მართვისა და სტუდენტთა კარიერული მხარდაჭერის განყოფილების უფროსი მირანდა ბაღდადიშვილი. ტრენინგებს ჩაატარებს შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ფინანსების მაგისტრი, ჯუნიორ ეჩივმენტ საქართველოს საერთაშორისო ტრენერი ინგა გეგეშიძე.
სიახლეების კალენდარი
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
1 | 2 | 3 | ||||
4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 |
11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 |
18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 |
25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |