88-ე თეატრალური სეზონის გაიხსნა სპექტაკლის პრემიერით : „ო - ჯახი”დაიწყება.

სურათი

23 სექტემბერი 2024 წელი

ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა პროფესიული სახელმწიფო თეატრის 88-ე თეატრალური სეზონი და ბათუმის საერთაშორისო თოჯინების თეატრალური ფესტივალის II სეზონი - სპექტაკლის პრემიერით დაიწყება. მემორანდუმის ფარგლებში, ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა პროფესიული სახელმწიფო თეატრის საპრემიერო სპექტაკლში - ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტის, დრამისა და კინოს სამსახიობო სპეციალობის, III კურსის ორი სტუდენტი - მარიამ გველესიანი და ნოდარ სამთელაძე მონაწილეობს. პიესის ავტორები: ნიკოლოზ საბაშვილი, ირაკლი კიკვაძე, სცენოგრაფი, მუსიკის ავტორი - ნიკოლოზ საბაშვილი, მხატვარ - შემსრულებელი: გიორგი გოგიტიძე, კოსტიუმების მხატვარი: დავით ტაკიძე, ხმის რეჟისორი: ლევან ხაზიური, რეჟისორის თანაშემწე: ირაკლი იორამაშვილი. მონაწილეობენ: სალომე ცაგურია, რევაზ ხოფერია, დიანა ჩახუნაშვილი (მოწვეული მსახიობი), მარიამ გველესიანი (ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტის, დრამისა და კინოს სამსახიობო სპეციალობის III კურსის სტუდენტი), ნოდარ სამთელაძე (ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტის, დრამისა და კინოს სამსახიობო სპეციალობის III კურსის სტუდენტი). სარეკომენდაციო ასაკი: 10+ ხანგრძლივობა: 60 წთ.
ანოტაცია: სცენიდან წარმოდგენილი ამბავი „ო - ჯახი,“ მოგვითხრობს იმ ადამიანების შესახებ, სადაც ყოველდღიური ცხოვრება ერთფეროვანია, არსებობს დაწესებული ჩარჩოები და დოგმები. სწორედ ამ ყოფაში იბადება გოგონა, რომელსაც მათ ცხოვრებაში შემოაქვს ფერი და არღვევს მიუღებლობის ყველანაირ ზღვარს. ფილოსოფიური მასშტაბით განზოგადოებული ამბავი გვაფიქრებს მნიშვნელოვან თემებზე და ამავდროულად გვთავაზობს სანახაობრივად დატვირთულ წარმოდგენას.სპექტაკლის მხატვრობა გვამოგზაურებს იქ, სადაც იშლება ზღვარი რეალობასა და ირეალურს შორის და გვიქმნის შთაბეჭდილებას „მხატვრის თეატრის“ ელემენტების. მოვლენათა რიგის ცვალებადობა ქმნის სპექტაკლის დინამიკას. მსახიობების პლასტიკა, გამომსახველობითი ოსტატობა, თამაშის ხერხი, ორიგინალური მუსიკა და რეჟისორის კონცეფციის ერთობლიობა გვთავაზობს დაუვიწყარ სანახაობას.

 

 

სიახლეების კალენდარი

ორშსამოთხხუთპარშაბკვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031