მასტერკლასი - ი მ პ რ ო რეჟისორ იოსებ ბაკურაძისგან
30 მაისი 2024 წელი
ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში, დრამისა და კინოს სამსახიობო პროგრამის სტუდენტებისთვის, რეჟისორმა იოსებ ბაკურაძემ მასტერკლასი გამართა. მასტერკლასი განხორციელდა რეჟისორ გიორგი ქათამაძის ჯგუფის - დრამისა და კინოს სამსახიობო პროგრამის II კურსის სტუდენტთა ბაზაზე. მონაწილეობა ასევე მიიღეს პირველი კურსის სტუდენტების ნაწილმა. მასტერკლასის პირველმა დღემ მოიცვა ჯგუფური და ინდივიდუალური სავარჯიშოები, თეატრალური თამაშები მსახიობებისათვის. თეატრალური თამაშები მსახიობებისთვის, იმპროვიზაცია და მისი წესები, ჯგუფური და ინდივიდუალური სავარჯიშოები ვიოლა სპოლინის, ფილიპ ბერნარდისა და ბრუკსი და მიჰაუს მეთოდებს ეფუძნება.
,,სასცენო მოძრაობა სამსახიობო ხელოვნების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ელემენტია. მოძრაობის თეატრი, რომლის ძირითადი გამომსახველობითი საშუალება არის სხეულის მოძრაობა, მისი წარმომადგენლის, ერთ-ერთი საუკეთესო ოსტატის - იოსების აქ ჩამოსვლა და მასტერკლასის ჩატარება - ძალიან მნიშვნელოვანია. მხოლოდ ამით არ შემოვიფარგლებით მოძრაობის თეატრთან ურთიერთობაში, ძალიან ბევრი მიზნები და ამოცანები გვაქვს დასახული.”
რექტორი - პროფესორი თემურ კეჟერაძე
მასტერკლასი ,,იმპრო,”მოძრაობის თეატრსა და უნივერსიტეტს შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში, უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის კოორდინირებით განხორციელდა.