საუკეთსო ქალი მსახიობის ნომინაციაში ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტმა გაიმარჯვა.

სურათი

24 მაისი 2024 წელი

  თბილისის  საერთაშორისო სტუდენტურ თეატრალურ ფესტივალზე საუკეთესო ქალი მსახიობის ნომინაციაში გამარჯვებული ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის დრამისა და კინოს სამსახიობო პროგრამის II კურსის სტუდენტი მარიამ გველესიანი გახდა. საერთაშორისო ფესტივალზე წარდგენილი იყო სპექტაკლი - ,,მე.”  რომელიც 5 სცენისგან შედგებოდა იდენტობა, ინტეგრირება, თანატოლებთან ურთიერთობა, ოჯახი, ოცნებები და მისწრაფებები. სპექტაკლში მონაწილეობენ: ლევან თედორაძე , მარიამ გველესიანი , მარიამ მღებრიშვილი , ნოდარ სამთელაძე და ლუკა ჭეიშვილი . დრამატურგი: ქეთევან სამხარაძე .რეჟისორი: გიორგი ქლაინი.

    სპექტაკლი ,,მე’’ არის ვერბატიმის ტიპის წარმოდგენა, სადაც სტუდენტები გაბედულად აზიარებენ თავიანთ პირად გამოწვევებს და მისწრაფებებს. მონოლოგების, დიალოგებისა და ანსამბლური მიზანსცენების მეშვეობით, სპექტაკლი იკვლევს სტუდენტების წინაშე მდგარი საკითხების მრავალფეროვან სპექტრს და მიზნად ისახავს შექმნას წამახალისებელი და მასშტაბური სივრცე თვითგამოხატვისთვის.

 

სიახლეების კალენდარი

ორშსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031