უცხოეთში სტაჟირების პროგრამა სტუდენტებისთვის

21 მაისი 2024 წელი
ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში არქიტექტურის სპეციალობის სტუდენტებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა , რომელიც ეხებოდა უცხოეთში სტაჟირების პროგრამას „ევროოდისეა - სტაჟირების პროგრამა ესპანეთში“ . ხელოვნების უნივერსიტეტის სტუდენტებს აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს წარმომადგენელი ნინო ბერიძე შეხვდა. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა და მოიცვა სამთვიანი სტაჟირების კონკურსში მონაწილეობის ინსტრუქციები.
საერთაშორისო პროგრამაში მონაწილეობის პრიორიტეტებსა და მნიშვნელობაზე სტუდენტებს პროგრამაში ამჟამად ჩართული სტაჟიორი - ფრანსუა დულე (François Delait) ესაუბრა. ფრანსუა დულე ბელგიელი სტაჟიორია ,რომელიც ფრანგული ენის შემსწავლელ ლექციებს კითხულობს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში
საინფორმაციო შეხვედრა ასოცირებული პროფესორის - გიორგი რამიშვილის ორგანიზებით შედგა.
სიახლეების კალენდარი
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 | ||||||





