„ქართული მუსიკის საღამო”

24 აპრილი 2024 წელი
ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში გაიმართა ,,ქართული მუსიკის საღამო,” ორგანიზატორი პროფესორი - ხათუნა მანაგაძე. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ: ირაკლი ჯინჭარაძე (ტენორი), გიორგი გორჯელაძე (ბარიტონი), დიანა ფალავანდიშვილი (სოპრანო), ირმა ჟღენტი (სოპრანო), ლელა ვაშაყმაძე (სოპრანო). კონცერტმაისტერები: ნინო ნიშნიანიძე და რუსუდან კვახაძე. დელეგაცია, აღნიშნული საკონცერტო პროგრამითა და პროფესორ ხათუნა მანაგაძის საჯარო ლექციით, ლიეტუველი მაყურებლის წინაშე, ლიეტუვის მუსიკისა და თეატრის აკადემიაში 29 აპრილს წარსდგება. პროექტის მხარდამჭერებია: აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, ქალაქ ბათუმის მერია, ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტი, სამშენებლო კომპანია NEXT GROUP.