უნგრეთის კაროლი ესთერჰაზის უნივერსიტეტთან გაფორმდა თანამშრომლობის მემორანდუმი

სურათი

12 იანვარი 2024 წელი

2024 წლის 12 იანვარს, გაფორმდა თანამშრომლობის მემორანდუმი ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტსა და უნგრეთის კაროლი ესთერჰაზის უნივერსიტეტს შორის. მემორანდუმი მიზნად ისახავს აკადემიური პერსონალის და სტუდენტების საგანმანათლებლო, შემოქმედებით და კვლევით პროექტებში ჩართვას, ერასმუს+ საგანმანათლებლო პროგრამებში მონაწილეობის მიღებას და ა.შ. თანამშრომლობის განმტკიცების მიზნით, კაროლი ესთერჰაზის უნივერსიტეტის სტუდენტები მონაწილეობას მიიღებენ ბხსუ-ს სტუდენტთა საერთაშორისო კონფერენციაში, რომელიც გაიმართება 2026 წლის 26 აპრილს.  უნგრელი სტუდენტები ბათუმს 3 დღით ეწვევიან. კაროლი ესთერჰაზის უნივერსიტეტი წლევანდელი სტუდენტთა საერთაშორისო კონფერენციის მხარდამჭერია.

 

სიახლეების კალენდარი

ორშსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930