კურმანგაზის ყაზახეთის ეროვნულ კონსერვატორიასთან გაფორმდა თანამშრომლობის მემორანდუმი

სურათი

14 მარტი 2024 წელი

2024 წლის 14 მარტს გაფორმდა თანამშრომლობის მემორანდუმი ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტსა და კურმანგაზის ყაზახეთის ეროვნულ კონსერვატორიას შორის. მემორანდუმი მიზნად ისახავს აკადემიური პერსონალის და სტუდენტების საგანმანათლებლო, შემოქმედებით და კვლევით პროექტებში ჩართვას. აღნიშნულ უნივერსიტეტებს შორის თანამშრომლობის განმტკიცების მიზნით, ყაზახი სტუდენტები მონაწილეობას მიიღებენ ბხსუ-ს სტუდენტთა საერთაშორისო კონფერენციაში, რომელიც გაიმართება 2026 წლის 26 აპრილს. ყაზახი სტუდენტები ბათუმს 3 დღით ეწვევიან.

 

სიახლეების კალენდარი

ორშსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930