სტუდენტური თვითმართველობის არჩევნები 2024
1 აპრილი 2024 წელი
ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტად - ნინო გოგიბერიძე აირჩიეს. დელეგატების მიერ თვითმმართველობის პრეზიდენტობის კანდიდატებად დასახელდნენ - ნინო გოგიბერიძე და თეკლე ვერძაძე. აღსანიშნავია, რომ არჩევნებში გამარჯვებული კანდიდატი - ხელოვნების ისტორიისა და თეორიის (ხელოვნებათმცოდნეობა) საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის II კურსის სტუდენტი - ნინო გოგიბერიძე, მეორე ტურის შედეგად - გამოვლინდა. უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნები 22 მარტს გაიმართა და დაკომპლექტდა შემდეგი დელეგატებისგან: სახვითი, სასცენო და კინო-ტელე ხელოვნების ფაკულტეტი: საბა გაბაიძე, მარიამ გიგატაძე, ლიზი დეკანაძე, თეკლე ვერძაძე, ნინო მეგრელიშვილი, გიორგი ყურშუბაძე, ნაზი შავლიძე; განათლების, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი: ინგა ბერიძე, ნინო გოგიბერიძე, ნინო დუმბაძე, მარიამ თავდგირიძე; მუსიკის ფაკულტეტი: გიორგი ბოლქვაძე, მაგდა გიგაშვილი, მირანდა გოგიაშვილი, ზურაბ ჯეგნარაძე.