„ზაზას დღიურები” - დოკუმენტური ფილმის პ რ ე მ ი ე რ ა

სურათი

15 თებერვალი 2024 წელი

ფილმი ,,ზაზას დღიურები,” რომლის რეჟისორია ნიკოლოზ ვერძაძე.  ბათუმელ კინორეჟისორს - ზაზა ხალვაშს ეძღვნება. მასში გაერთიანებულია რეჟისორის მიერ წაკითხული დღიურები და ფილმის ,,ლოტო” კადრს მიღმა გადაღებების პროცესი.საპრემიერო ჩვენება ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა პროფესიულ სახელმწიფო თეატრში გაიმართა.პროექტი განხორციელდა აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით.კინორეჟისორი ნიკოლოზ ვერძაძე მაყურებელს, მისმა პედაგოგმა - ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა პროფესიული სახელმწიფო თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა, უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორმა  ირაკლი კიკვაძემ წარუდგინა.პრემიერის შემდეგ სიტყვით გამოვიდა ზაზა ხალვაშის მეუღლე - ნინო პაპუნიძე და აღნიშნა - ,,ეს არის ის კადრები, რომელიც ზაზაზე ფილმს ეკადრებოდა.”ნიკოლოზის რეჟისურასთან ერთად, უკრაინელი ოპერატორის - ლუბა პლოსკონოსოვას შრომაც მნიშვნელოვან წვლილად შეაფასა.სიტყვით გამოვიდა ასევე ტენორი ირაკლი კახიძე და ფილოსოფოსი გიორგი მასალკინი.ვულოცავთ ნიკოლოზსა და ლუბას ერთობლივი ნამუშევრის წარმატებულ პრემიერას და საინტერესო შემოქმედებით პროცესებს ვუსურვებთ!

,,ცხოვრებაში არის პერიოდი, როცა შეფასებებს იწყებ და აღმოაჩენ, რომ ის, რაც გინდოდა.. ვერ გააკეთე..” ზაზა ხალვაში

 

 

სიახლეების კალენდარი

ორშსამოთხხუთპარშაბკვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031