სოფიო ხარჩილავას საავტორო ნამუშევრების დეფილე

სურათი

4 თებერვალი 2024 წელი

ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში ქალთა კლუბის ორგანიზებით  გაიმართა დიზაინერ სოფიო ხარჩილავას საავტორო ნამუშევრების დეფილე - სახელწოდებით - THREE CENTURIES XIX/XX/XXI. ჩვენებაზე წარმოდგენილი იყო ტრადიციული და თანამედროვე მრავალფეროვანი ტექნიკით შესრულებული უნიკალური კოლექცია.ჩვენებას ესწრებოდნენ როგორც ბათუმის, ისე ზუგიდიდისა და ქუთაისის ქალთა კლუბის წარმომადგენლები . სოფიო ხარჩილავამ საჯაროდ გამოხატა მზაობა, უნივერსიტეტის დარგის სპეციალისტების ჩართულობითა და გადაწყვეტილებით, შერჩეულ სტუდენტს, განათლების ხელშეწყობისა და ცოდნის გაზიარების მიზნით, ერთი კვირით უმასპინძლოს SONIA KHARCHI სახელოსნოში მასტერკლასებისათვის.

პროექტის მიზანი სტუდენტების დასაქმება და გადამზადებაა

 

სიახლეების კალენდარი

ორშსამოთხხუთპარშაბკვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031