IOA managment-მა III კურსის სტუდენტი - ტენორი - ირაკლი ჯინჭარაძე შეარჩია.

სურათი

30 იანვარი 2024 წელი

მოწვეული აგენტის - კალე კანტილას მოსმენა-მასტერკლასი 20-21 იანვარს ბათუმში, ირაკლი კახიძის ფონდის ორგანიზებით განხორციელდა. IOA Management ერთ-ერთი უდიდესი და ყველაზე მნიშვნელოვანი სააგენტოა ევროპაში, რომელიც აქტიურად თანამშრომლობს აშშ-ის საოპერო თეატრებთან.ეს არის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი საოპერო სააგენტო.თანამშრომლობს თითქმის ყველა ამერიკულ საოპერო თეატრთან, მათ შორის ნიუ-იორკის მეტროპოლიტენის ოპერასთან, ბოსტონის ლირიკულ ოპერასთან, სიეტლის ოპერასთან, ფილადელფიასთან და სხვა. ფონდის პროგრამის მიხედვით სტუდენტს ექნება შესაძლებლობა  დასაქმდეს  მსოფლიოს სხვადასხვა საოპერო თეატრში, სწავლის დასრულების შემდეგ კი სტაჟირება გაიაროს წამყვან ცნობილ საოპერო სტუდიებში . ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი ულოცავს მუსიკის ფაკულტეტს, პედაგოგ თამაზ ცერიაშვილს, სტუდენტს ირაკლი ჯინჭარაძეს ამ დიდ წარმატებას.

 

სიახლეების კალენდარი

ორშსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930