ტრენინგი აკადემიური და მოწვეული პერსონალისათვის
2023 წლის 18 დეკემბერს აკადემიური და მოწვეული პერსონალისათვის ჩატარდა ტრენინგი „საგანმანათლებლო პროგრამისა და სასწავლო კურსების სწავლის შედეგების შეფასების მექანიზმები“. ტრენინგს უძღვებოდა ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი ნინო ყურშუბაძე.
ტრენინგზე განხილული იქნა აკრედიტაციის სტანდარტების შესაბამისად დადგენილი მოთხოვნები საგანმანათლებლო პროგრამებისა და სასწავლო კურსების სწავლის შედეგების მიმართ, სწავლის შედეგების ჩამოყალიბება და შეფასება, სამიზნე ნიშნულები, სასწავლო კურსების სწავლის შედეგების შესაბამისობა საგანმანათლებლო პროგრამის სწავლის შედეგებთან და მათი გამოყენება პროგრამის გასაუმჯობესებლად.
ტრენინგის მონაწილეებს გადაეცათ სერტიფიკატები.