უნივერსიტეტის ლოგოს კონკურსი 31 დეკემბრამდე გახანგრძლივდა
კონკუსის ვადა გახანგრძლივდეს 2023 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით
საკონკურსო დავალება:
- ლოგოტიპი უნდა გამოხატავდეს ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის საქმიანობის არსს, მისიას და სპეციფიკას;
- პასუხობდეს თანამედროვე სტანდარტებს და ორიენტირებული იყოს მომავალზე
- იყოს მარტივი, ადვილად აღქმადი, დამახსოვრებადი და ლაკონური;
- კონკურსანტმა უნდა შექმნას ვიზუალური იდენტობა, სადაც აღწერილი იქნება ვიზუალური კონცეფცია და ლოგოტიპის იდეა.
- ლოგოტიპი წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ და ინგლისურ ენებზე.
- განსაზღვრული უნდა იყოს ლოგოტიპის გამოყენების პირობები, როგორიცაა პროპორციები, სივრცეები, გამოტოვებული ველები. ასევე მაქსიმალური და მინიმალური ზომები.
- ლოგოტიპი უნდა იყოს მარტივი, მაქსიმუმ 2-3 ფერის გამოყენებით
- ლოგოტიპის ელექტრონული ვერსია წარმოდგენილი უნდა იყოს, როგორც ფოტო, ასევე ვექტორულ ფორმატში: PNG, EPS, CDR, AI, PDF ფაილების სახით.
- კონკურსანტმა უნდა შექმნას კორპორატიული ფერების პალიტრა, წარმოადგონოს კორპორატიული ფონტები.
- კონკურსანტმა ლოგოტიპის, კორპორატიული ფერებისა და ფონტების გამოყენებით უნდა წარმოადგინოს ვიზუალური იდენტობის გაშლა.
- შეიმუშაოს კორპორატიული სტილი და მოახდინოს ვიზუალიზაცია: (ბლანკი, კონვერტი, სავიზიტო ბარათი, ბუკლეტი, იმეილის ხელმოწერა, ბილბორდი, პოსტერი, მაისური, ნაჭრის ჩანთა, ქოლგა, დროშა, ჭიქა, კალამი.)
- არ უნდა შეიცავდეს პლაგიატს.
უნივერსიტეტის საქმიანობის, მისიისა და მიზნების შესახებ მეტი ინფორმაციის მისაღებად იხილეთ უნივერსიტეტის ვებ გვერდი : www.batu.edu.ge
უნივერსიტეტი იტოვებს უფლებას ლოგოტიპის დიზაინში ავტორთან შეთანხმებით, შეიტანოს მცირე ცვლილებები.
გამარჯვებულ ლოგოტიპს გამოავლენს საკონკურსო კომისია, რომელიც ნამუშევრებს შეაფასებს შემდეგი კრიტერიუმით: ვიზუალური მხარე, შინაარსი.
კომისია საუკეთესო ნამუშევარს გამოავლენს კონფიდენციალური შერჩევის გზით, კონსესუსის პრინციპით.
კონკურსშიმონაწილეობის მიღება შეუძლია როგორც ფიზიკურ, ასევე იურიდიულ პირს.
კონკურსში მონაწილეობის მსურველმა უნდა წარმოადგინოს:
- პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი (ფიზიკური პირი) იურიდიულმა პირმა საიდენტიფიკაციო კოდი;
- ლოგოტიპის გრაფიკული დიზაინის ნიმუში/ნიმუშები და მათი კონცეფციის მოკლე აღწერა.
ანაზღაურება: 2000 (ორი ათასი) ლარი (საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით განსაზღვრული გადასახადების ჩათვლით).
საკონკურსო ნამუშევრები გამოგზავნეთ ელ.ფოსტაზე : www.batu.edu.ge