2023-2024 სასწავლო წელი დაიწყო

ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში ახალი სასწავლო წელი დაიწყო.
უნივერსიტეტში სტუმრად იმყოფებოდნენ საპატიო უნივერსიტეტელები - მხატვრები ბესო ბესელია და ნინო ნიჟარაძე. ფოიეში გაიმართა ასოცირებული პრიფესორის - მაია გერსამიას ნამუშევრების გამოფენა, სადაც წარმოდგენილი იყო უნივერსიტეტის პედაგოგები პორტრეტები.ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი ულოცავს ყველა სტუდენტს ახალი სასწავლო წლის დაწყებას, უსურვებს საინტერესო, თავგადასავლებით სავსე სტუდენტურ ცხოვრებას და წარმატებას.