ქართულ მუსიკას მიეძღვნა 2023 წლის 8 სექტემბერს იტალიაში ნეაპოლის სან პიეტრო მაჯელას კონსერვატორიაში გამართული საღამო

სურათი

ქართულ მუსიკას მიეძღვნა 2023 წლის 8 სექტემბერს იტალიაში ნეაპოლის სან პიეტრო მაჯელას კონსერვატორიაში გამართული საღამო. ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის პროფესორმა ხათუნა მანაგაძემ წაიკითხა ლექცია ,,ქართული ოპერის ისტორიიდან“. ლექციის შემდეგ გაიმართა ქართული მუსიკის კონცერტი. მონაწილეობდნენ ხელოვნების უნივერსიტეტის სტუდენტები ირაკლი ჯინჭარაძე (ტენორი), გიორგი გორჯელაძე (ბარიტონი), უნივერსიტეტის კურსდამთავრებული, ამჟამად გერმანიის ქალაქ ესენის ხელოვნების უნივერსიტეტის მაგისტრატურის სტუდენტი სალომე მახათელაშვილი. პიანისტები - ნინო ნიშნიანიძე და რუსუდან კვახაძე. შესრულდა ზ. ფალიაშვილის, დ. არაყიშვილის, ო. თაქთაქიშვილის, ვ. აზარაშვილის ნაწარმოებები. ნეაპოლის სან პიეტრო მაჯელას კონსერვატორიის და ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის სტუდენტების მონაწილეობით გასულ წელს ბათუმში გაეტანო დონიცეტის ოპერა ,,დონ პასკუალე“ დაიდგა.

სიახლეების კალენდარი

ორშსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930