საკონკურსო დავალება:
-
ლოგოტიპი უნდა გამოხატავდეს ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის საქმიანობის არსს, მისიას და სპეციფიკას;
-
პასუხობდეს თანამედროვე სტანდარტებს და ორიენტირებული იყოს მომავალზე
-
იყოს მარტივი, ადვილად აღქმადი, დამახსოვრებადი და ლაკონური;
-
კონკურსანტმა უნდა შექმნას ვიზუალური იდენტობა, სადაც აღწერილი იქნება ვიზუალური კონცეფცია და ლოგოტიპის იდეა.
-
ლოგოტიპი წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ და ინგლისურ ენებზე.
-
განსაზღვრული უნდა იყოს ლოგოტიპის გამოყენების პირობები, როგორიცაა პროპორციები, სივრცეები, გამოტოვებული ველები. ასევე მაქსიმალური და მინიმალური ზომები.
-
ლოგოტიპის ელექტრონული ვერსია წარმოდგენილი უნდა იყოს, როგორც ფოტო, ასევე ვექტორულ ფორმატში: PNG, EPS, CDR, AI, PDF ფაილების სახით.
-
კონკურსანტმა უნდა შექმნას კორპორატიული ფერების პალიტრა, წარმოადგონოს კორპორატიული ფონტები.
-
კონკურსანტმა ლოგოტიპის, კორპორატიული ფერებისა და ფონტების გამოყენებით უნდა წარმოადგინოს ვიზუალური იდენტობის გაშლა.
-
შეიმუშაოს კორპორატიული სტილი და მოახდინოს ვიზუალიზაცია: (ბლანკი, კონვერტი, სავიზიტო ბარათი, ბუკლეტი, იმეილის ხელმოწერა, ბილბორდი, პოსტერი, მაისური, ნაჭრის ჩანთა, ქოლგა, დროშა, ჭიქა, კალამი.)
-
არ უნდა შეიცავდეს პლაგიატს.
-
ლოგოტიპმა უნდა შექმნას შემდეგი ასოციაცია:
შემოქმედი;
ინოვაციური;
შრომისმოყვარე;
თავისუფალი;
აკადემიური.
უნივერსიტეტის მახასიათებლები:
-
ახალგაზრდები, როგორც პრიორიტეტი.
-
შემოქმედებითი პროცესი;
-
ხარისხიანი სახელოვნებო განათლება;
-
სამეცნიერო კვლევა;
-
სტუდენტებში შემოქმედებითი უნარ-ჩვევების გამომუშავაება;
-
აკადემიური ცოდნის ხელმისაწვდომობა;
უნივერსიტეტის საქმიანობის, მისიისა და მიზნების შესახებ მეტი ინფორმაციის მისაღებად იხილეთ უნივერსიტეტის ვებ გვერდი : www.batu.edu.ge
უნივერსიტეტი იტოვებს უფლებას ლოგოტიპის დიზაინში ავტორთან შეთანხმებით, შეიტანოს მცირე ცვლილებები.
გამარჯვებულ ლოგოტიპს გამოავლენს საკონკურსო კომისია, რომელიც ნამუშევრებს შეაფასებს შემდეგი კრიტერიუმით: ვიზუალური მხარე, შინაარსი.
კომისია საუკეთესო ნამუშევარს გამოავლენს კონფიდენციალური შერჩევის გზით, კონსესუსის პრინციპით.
კონკურსშიმონაწილეობის მიღება შეუძლია როგორც ფიზიკურ, ასევე იურიდიულ პირს.
კონკურსში მონაწილეობის მსურველმა უნდა წარმოადგინოს:
-
პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი (ფიზიკური პირი) იურიდიულმა პირმა საიდენტიფიკაციო კოდი;
-
ლოგოტიპის გრაფიკული დიზაინის ნიმუში/ნიმუშები და მათი კონცეფციის მოკლე აღწერა.
ანაზღაურება: 2000 (ორი ათასი) ლარი (საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით განსაზღვრული გადასახადების ჩათვლით).
|