სტუდენტის ფილმმა - „ომს მიღმა’’ SWIFF 2023 ფესტივალზე გრან პრი მოიპოვა
მერცია ქუთათელაძის ფილმმა - ,,ომს მიღმა” გრან პრი აიღო საერთაშორისო სტუდენტურ ფესტივალზე SWIFF 2023.
Best super short film award 2023 - ,,Beyond war.”
SWIFF - Student World Impact Film Festival.
2023 წლის SWIFF ფესტივალზე, 120 ქვეყნიდან სულ წარდგენილი გახლდათ 13 868 ნამუშევარი. მერცია ქუთათელაძე ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის მაგისტრატურის II კურსის სტუდენტია. სპეციალობა - მხატვრული კინოს რეჟისურა. მოკლემეტრაჟიანი ფილმი - ,,ომს მიღმა” 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის თემატიკას მოიცავს. ჟიურის შეფასებების მიხედვით, ფილმში თხრობა მრავალგანზომილებიანია, რაც სიღრმეებში წვდომას აადვილებს; ის დროულად პასუხობს სოციალურ საკითხებს; ფილმი ძალიან ემოციური და გავლენიანი ხელოვნების ნიმუშია. დაჯილდოების ცერემონიალი 2023 წლის 25 ივნისს გაიმართება. ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი ულოცავს მერციას მნიშვნელოვან შედეგს და უსურვებს წარმატებებს