Art რინგი
ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში ვიქტორინა - „Art რინგი“ გაიმართა. შემეცნებით - მუსიკალურ კონკურსში სამი ჯგუფი მონაწილეობდა:
,,C-dur,” ,,ანგელოზები და ანრი,” ,,სეპტიმა.”
ვიქტორინა სხვადასხვა აქტივობისაგან შედგებოდა: კითხვა - პასუხი, კარაოკე და პანტომიმა.
გამარჯვებული გუნდი ,,C-dur” მოწვეულმა ჟიურიმ გამოავლინა. ჟიურის შემადგენლობა გახლდათ: იოსებ შალოლაშვილი - ისტორიკოსი, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის უნივერსიტეტის კურსდამთავრებული. ,,რა?! სად?! როდის?!” აქტიური წევრი,
თამარ ნიკურაძე - მწერალი, მთარგმნელი, ირაკლი კიკვაძე - რეჟისორი, ასისტენტ-პროფესორი, ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა პროფესიული სახელმწიფო თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი.
სხვადასხვა ნომინაციებში გამარჯვებულებს გადაეცათ, სიგელები და პრიზები.
პროექტის ორგანიზატორი: პროფესორი - ხათუნა მანაგაძე,
თვითმმართველობის თავმჯდომარე - მათე კონჯარია,
ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში - ინტელექტუალური კონკურსი „ Art რინგი“ პირველად გაიმართა და პერმანენტულ სახეს მიიღებს.