ნოდარ ანდღულაძის საერთაშორისო კონკურსი

2023 წლის 18-20 მაისს, თბილისში, ევგენი მიქელაძის სახელობის სამუსიკო სკოლაში ნოდარ ანდღულაძის სახელობის საერთაშორისო კონკურსი გაიმართა. კონკურსი ორ ტურს მოიცავდა და ჰყავდა საერთაშორისო ჟიური. ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტიდან ოთხმა სტუდენტმა კონკურსის C და D კატეგორიაში მიიღო მონაწილეობა, რაც 22 წლამდე და 22 წელს ზევით ასაკის კონკურსანტთა შორის ასპარეზობას გულისხმობს. თითოეულმა კონკურსანტმა 4 ნაწარმოები შეასრულა. ნოდარ ანდღულაძის სახელობის საერთაშორისო კონკურსზე გრან პრი და მოწინავე ადგილები ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტებმა გაინაწილეს.
გრან პრის მფლობელები გახდნენ: სოპრანო - ცირა ხაბაზი, ბარიტონი - გიორგი გორჯელაძე, II ადგილი - დიანა ფალავანდიშვილმა და III ადგილი - მეგი ბაჯელიძემ დაიკავეს.
უნივერსიტეტი ულოცავს პროფესორ თამაზ ცერიაშვილს, პროფესორ ნოდარ ვარშანიძესა და ტუდენტებს და უსურვებს წარმატებებს!
სიახლეების კალენდარი
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 | ||||||





