უნივერსიტეტის კინო ტელე-მონტაჟის სახელოსნო ზურაბ ქავთარაძის სახელობის გახდა
2023 წლის 15 მაისს, ქართული კინოს დღეს, ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის კინო-ტელე მონტაჟის სახელოსნოს კინორეჟისორისა და მსახიობის, პროფესორ ზურაბ ქავთარაძის სახელი მიენიჭა.
უნივერსიტეტის თანამშრომლებმა, ლექტორ-მასწავლებლებმა, თეატრისა და კინოს წარმომადგენლებმა პატივი მიაგეს კოლეგის ხსოვნას. თითქმის ორი ათეული წლის განმავლობაში ზურაბ ქავთარაძე კინო და ტელერეჟისურის საგანმანათლებლო პროგრამაში მონტაჟის ხელოვნების კურსს ხელმძღვანელობდა.
ზურაბ ქავთარაძეს ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის დრამატულ თეატრში რამდენიმე ათეული როლი აქვს შესრულებული. გადაღებულია ფილმებში „უძინართა მზე” „მონანიება,” ,,ნეილონის ნაძვის ხე,” „იავნანა“ „ნამე“, „ სოლომონი“, „ლოტო“ და სხვა.
მსახიობი და რეჟისორი 2021 წლის 20 სექტემბერს გარდაიცვალა..