გივი ბესო ოდიშარიას მასტერკლასი

,,რეჟისორი სანამ დაიწყებს გარემოზე დაკვირვებას, ჯერ საკუთარი თავიდან უნდა დაიწყოს - თქვენი ობიექტი თქვენც ხართ. ‘’
,,საიდან გახსოვთ საკუთარი თავი? ის აუცილებლად იქნება კავშირში ემოციასთან.“ _______
,,ყველას გვაქვს ჩვენი პირადი ისტორია, რომელიც შეიძლება ვაქციოთ ფილმად.’’
გივი ბესო ოდიშარია.
03.05.2023 04.05.2023
ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში გაიმართა სცენარისტისა და რეჟისორის გივი (ბესო) ოდიშარიას ორდღიანი მ ა ს ტ ე რ კ ლ ა ს ი.
მომხსენებელმა აუდიტორიასთან შეხვედრისას განიხილა დოკუმენტური, მხატვრული და მოკლემეტრაჟიანი ფილმების დრამატურგიის სპეციფიკაზე.
მსმენელებს გაუზიარა კინოსა და ტელევიზიის მიმართულებით სცენარზე მუშაობის პრაქტიკული გამოცდილება.
მასტერკლსის ორგანიზატორები: საზოგადოებრივი მაუწყებელი აჭარის ტელევიზია და რადიო, ამავე ტელევიზიის დოკუმენტური ფილმების სტუდია; მასტერკლასის თანაორგანიზატორი; ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, საზოგადოებრივი მაუწყეელი აჭარის ტელევიზია დ რადიოს დოკუმენტური ფილმების სტუდიის ხელმძღვანელი ოლიკო ჟღენტი.
სიახლეების კალენდარი
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | 3 | 4 | 5 | ||
| 6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 |
| 13 | 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 |
| 20 | 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 |
| 27 | 28 | 29 | 30 | |||





