2023 წლის 5-6 აპრილს, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მხარდაჭერით, ვენეციის ბენედეტო მარჩელოს კონსერვატორიამ და კავანის სასახლემ, ლექცია-კონცერტს სახელწოდებით - „ქართული საოპერო მუსიკა“ უმასპინძლა.

2023 წლის 5-6 აპრილს, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მხარდაჭერით,
ვენეციის ბენედეტო მარჩელოს კონსერვატორიამ და კავანის სასახლემ, ლექცია-კონცერტს სახელწოდებით - ,,ქართული საოპერო მუსიკა“ უმასპინძლა.
ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის პროფესორის - ხათუნა მანაგაძის წარმოდგენილმა ლექცია-პრეზენტაციამ ასახა ქართული საოპერო კულტურის ისტორია მე-19 საუკუნის II ნახევრიდან - თანამედროვებამდე.
უნივერსიტეტის კურსდამთავრებულებმა, ამჟამად ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის სოლისტებმა - ირმა ჟღენტმა და ეთერ ხალვაშმა, პიანისტ ნინო ნიშნიანიძესთან ერთად, შეასრულეს ფრაგმენტები ქართული ოპერებიდან.
შესრულდა ქართული საოპერო ნაწარმოებების დუეტები ვენეციის კონსერვატორიის სტუდენტებთან ერთად.
ჩინეთიდან ტენორმა - ჰაოტიან მამ და უკრაინიდან ბარიტონმა - სტეფან პოლიშჩუკმა,
წარმოადგინეს მალხაზის და აბდულ-არაბის პარტიები ზაქარია ფალიაშვილისა და დიმიტრი არაყიშვილის ოპერებიდან.
სპეციალურად კონცერტისთვის სტეფან პოლიშჩუკიმა შეასრულა დ. არაყიშვილის რომანსი ,,ღამეა ბნელი.“
კონცერტში მონაწილეობა მიიღო ხელოვნების უნივერსიტეტის კურსდამთავრებულმა, ანტვერპენში მცხოვრებმა - მურთაზ (ბაშა) ბაშელეიშვილმა.
ქართული დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში გაიმართა აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე - აკაკი ძნელაძისა და პროფესორ ხათუნა მანაგაძის შეხვედრა კონსერვატორიის დირექტორ რობერტო გოტიპავეროსა და კონსერვატორიის საერთაშორისო დეპარტამენტის ხელმძღვანელ ჩეჩილია ფრანკინისთან.
ლექცია-კონცერტების მიზანია ქართული საოპერო კულტურის პოპულარიზაცია საქართველოს ფარგლებს გარეთ
პროექტის მხარდამჭერია: ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი.
სიახლეების კალენდარი
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
1 | 2 | |||||
3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
31 |