ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში გაიმართა გიორგი მასალკინის საჯარო ლექცია თემებზე: ინდივიდი და საზოგადოება, ნორმა და არანორმალურობა ქართულ ხელოვნებაში.

სურათი

ბათუმის  ხელოვნების სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში გაიმართა გიორგი მასალკინის საჯარო ლექცია თემებზე:

ინდივიდი და საზოგადოება,

ნორმა და არანორმალურობა ქართულ ხელოვნებაში.

 

პროფესორმა ლექციაზე თემების განხილვა ქართული და მსოფლიო  კინოკადრების, კინოფილმების, ქართული და მსოფლიო ლიტერატურისა და ბათუმის რამდენიმე კოლორიტის მაგალითებით  წარმართა.

 

საჯარო ლექციის ორგანიზებაში ჩაერთვნენ  მუსიკის და სახვითი, სასცენო და კინო-ტელე ხელოვნების ფაკულტეტის სტუდენტები.

ლექცია მუსიკალური ნომრით  გახსნა I კურსის სტუდენტმა გიორგი ბახტაძემ.

დიზაინზე იმუშავა დიზაინის სპეციალობის სტუდენტებმა:  მირა ვანილიშმა, ანა ხალვაშმა და ელენე შალამბერიძემ.

შეხვედრის თანაორგანიზატორი: თვითმმართველობის პრეზიდენტი მათე კონჯარია.

 

 

სიახლეების კალენდარი

ორშსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031