კიევის კულტურისა და ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტის მე-10 საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკულ კონფერენცია

სურათი

ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი პარტნიორობას უწევს კიევის კულტურისა და ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტის მე-10 საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკულ კონფერენციას. 

კონფერენციის თემა: ,,სტუმართმოყვარეობა, მომსახურება, ტურიზმი: გამოცდილება, პრობლემები, ინოვაციები.“

კონფერენციის ხანგრძლივობა: 2 დღე -  6-7 აპრილი.

კონფერენციის პლენარულ სხდომაზე ორგანიზატორებს, მეცნიერებსა და მკვლევარებს სიტყვით მიმართა კონფერენციის საორგანიზაციო კომიტეტის წევრმა -  ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო სასწავლო  უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა თემურ კეჟერაძემ:

,,ჩვენთვის დიდი პატივია კონფერენციის პარტნიორობა. ამ ტრაგიკულად და რთულ ვითარებაში, როდესაც უკრაინა იბრძვის რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ, საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის ორგანიზება და მისი ჩატარება პატრიოტულ და გმირობის ტოლფას საქმედ მიმაჩნია. აქაც ჩანს უკრაინელების, ამ საოცარი ერის გმირული ხასიათი და სამშობლოსადმი  ერთგულება. სამეცნიერო ფორუმში მონაწილეობა კი უკრაინისადმი სოლიდარობის აშკარა გამოხატულებაა. წარმატებულ და ნაყოფიერ მუშაობას ვუსურვებ კიევის კულტურის უნივერსიტეტის საერთაშორისო კონფერენციას. იმედს გამოვთქვამ, რომ ის მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს კულტურისა და სახელოვნებო მეცნიერების განვითარებასა და საერთაშორისო კულტურული ურთიერთობების განვითარების საქმეში.

ღმერთი ფარავდეს უკრაინას და უკრაინელ ხალხს.’’

სიახლეების კალენდარი

ორშსამოთხხუთპარშაბკვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031