დოკუმენტური ფილმის გადაღებებში სტუდენტები ჩაერთვნენ

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის პროექტის ფარგლებში მიმდინარეობს დოკუმენტური ფილმის - ,,ნადირობა’’ გადაღებები. რეჟისორი - ასოცირებული პროფესორი - გიორგი გოგიბერიძე.
ფილმის ეპიზოდში მონაწილეობენ ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის სამსახიობო ხელოვნებისა და ხელოვნებათმცოდნეობის სპეციალობების სტუდენტები, ლექტორები და აჭარის აკადემიური ანსამბლის ,,არსიანი'' სოლისტი - გელა დიასამიძე.
გადაღებები და დადგმა განხორციელდა უნივერსიტეტის ასისტენტ- პროფესორის - თამარ ბერიძის მხარდაჭერითა და ორგანიზებით.
ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი წარმატებებს უსურვებს შემოქმედებით ჯგუფს!
სიახლეების კალენდარი
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | ||||||
| 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 |
| 9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 |
| 16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 |
| 23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 |
| 30 | ||||||





