სასცენო მოძრაობის მასტერკლასები შოთა გეგიაძისგან

2023 წლის 2, 3 და 4 მარტს, ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში,
გაიმართა თეორიულ-პრაქტიკული მასტერკლასი სასცენო მოძრაობაში.
მასტერკლასებს უძღვებოდა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პედაგოგი, თეატრალური ხელოვნების დოქტორი - შოთა გეგიაძე.
სამდღიან მასტერკლასში სამსახიობო ხელოვნების საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებსაც შეეძლო მონაწილეობის მიღება.
სწავლა-სწავლება ლეონარდო და ვინჩის სურათის - ,,საიდუმლო სერობა გაცოცხლებით დასრულდა. სასცენო მოძრაობის ელემენტებით დატვირთულ მინიატურულ დადგმაში პირველ და მეორე კურსელებთან ერთად ლექტორ-მასწავლებლები - მანანა ხელაია, თეა ცაგურია და თამარ ბერიძე იყვნენ ჩართულნი.
,,დაახლოებით 12-15 წელია რაც ბატონ შოთასთან ვთანამშრომლობთ და ყოველ ჯერზე მაესტროსგან ახალს ვსწავლობთ. ეს მასტერკლასები როგორც დამწყები, ისე შემდგარი მსახიობისთვის შეუფასებელი შესაძლებლობაა.”- ამბობს მასტერკლასის ორგანიზატორი და ასისტენტი, ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის სასცენო ხელოვნების დეპარტამენტის ასისტენტ-პროფესორი, თეატრალური ხელოვნების დოქტორი - თამარ ბერიძე.
,,მიხარია, რომ სურვილი სამომავლო თანამშრომლობის უშუალოდ ბავშვებისგან მოდის.
მიმაქვს მხოლოდ და მხოლოდ კარგი შეგრძნებები. წარმატებებს ვუსურვებ ბავშვებს და უნივერსიტეტს! ”
შოთა გეგიაძე
მასტერკლასების პროცესი რექტორმა თემურ კეჟერაძემ სტუდენტებისთვის საჭირო განმავითარებელ აუცილებლობად შეაფასა.
სიახლეების კალენდარი
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | 3 | 4 | 5 | ||
| 6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 |
| 13 | 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 |
| 20 | 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 |
| 27 | 28 | 29 | 30 | |||





