2022 წლის 9-12 ნოემბერს ავსტრიაში, ვენის მუსიკისა და საშემსრულებლო ხელოვნების უნივერსიტეტში ტრადიციული მუსიკის კვლევის საერთაშორისო სიმპოზიუმი გაიმართა, რომელშიც 15 ქვეყნის 40-მდე შესმრულებელი და მკვლევარი მონაწილეობდა
2022 წლის 9-12 ნოემბერს ავსტრიაში, ვენის მუსიკისა და საშემსრულებლო ხელოვნების უნივერსიტეტში ტრადიციული მუსიკის კვლევის საერთაშორისო სიმპოზიუმი გაიმართა, რომელშიც 15 ქვეყნის 40-მდე შესმრულებელი და მკვლევარი მონაწილეობდა.
აჭარის არ განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და ქედის მუნიციპალიტეტის ერთობლივი ფინანსური მხარდაჭერით საქართველოს სახელით ზემოაღნიშნულ ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტის პირველი კატეგორიის სპეციალისტმა, ეთნომუსიკოლოგმა ლოლა სურმანიძემ.
მან სიმპოზიუმის სამეცნიერო სესიაზე თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ტრადიციული მრავალხმიანობის კვლევის საერთაშორისო ცენტრის დირექტორის მოადგილესთან ნინო რაზმაძესთან ერთად წარადგინა მოხსენება ჭიბონის შესახებ: „მოტივ-ცენტრული შემსრულებლობა ჭიბონზე“.
სიმპოზიუმის დასკვნით კონცერტზე, ორგანიზატორების სპეციალური მიწვევით, აჭარული ფოლკლორული რეპერტუარით, ჭიბონისა და დოლის ტრადიციის მატარებელი ოსტატ-შემსრულებლები ქედის მუნიციპალიტეტიდან - მურად და ისმაილ თავართქილაძეები, წარსდგნენ აუდიტორიის წინაშე.
სიმპოზიუმის ფარგლებში ქართველმა მონაწილეებმა უცხოელ შემსრულებლებს გაუზიარეს საკრავების - ჭიბონისა და დოლის დამზადების მეთოდიკა და ტრადიციული საშემსრულებლო პრინციპები, ასევე, უცხოელი ოსტატ-შემსრულებლებისგან შეისწავლეს სხვადასხვა ქვეყნის ტრადიციული საკრავების რეპერტუარი, დაკვრისა და დამზადების სპეციფიკა.
ღონისძიებას ესწრებოდა ავსტრიაში მყოფი საქართველოს საელჩოს წარმომადგენლობა.