გერმანიის რესპუბლიკის ბრანდენბურგის ფედერალური მიწის, ლანდტაგის პრეზიდენტის ულრიკე ლიდტკეს საჯარო ლექცია
2 სექტემბერს ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტში კულტურის სფერიოს მენეჯერებისათვის საჯარო ლექცია წაიკითხა გერმანიის რესპუბლიკის ბრანდენბურგის ფედერალური მიწის, ლანდტაგის პრეზიდენტის ულრიკე ლიდტკემ თემაზე „ბრანდერბურგის კულტურის პოლიტიკა“, რომელშიც ყურადღება გაამახვილა კულტურის პოლიტიკაზე, როგორც საზოგადოების და სახელმწიფოს განვითარების მასტიმულირებელ ფაქტორზე. მომხსენებელმა მსმენელებს წარუდგინა რამდენიმე წლიანი კვლევების და სამუშაო გამოცდილების შედეგები. ხაზი გაუსვა საშემსრულებლო ხელოვნების დარგების მნიშვნელობას მოქალაქეობრივი აზროვნების ჩამოყალიბებაში, ტოლერანტობის განვითარებაში, გარემოს დაცვაში, კულტურათა შორის დიალოგის გაღრმავებაში.