გილოცავთ ახალ სასწავლო წელს!

სურათი

15 სექტემბერს ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტში ახალი სასწავლო წელი დაიწყო. ამასთან დაკავშირებით შედგა საზეიმო შეხვედრა პირველკურსელებთან. უნივერსიტეტის რექტორმა მაია ჭიჭილეიშვილმა და პედაგოგებმა ახალგაზრდებს მიულოცეს და წარმატებები უსურვეს. მადლობა გადაუხადეს ხელოვნების უნივერსიტეტის არჩევისთვის, გააცნეს უნივერსიტეტის სპეციფიკა, სწავლების სისტემა, მიაწოდეს ინფორმაცია სასწავლო კურსების, პროგრამული დაფინანსების, სტიპენდიების, შემოქმედებითი პროექტების, კარიერული განვითარებისა და სხვა საკითხების შესახებ. შეხვედრას ესწრებოდა აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე აკაკი ძნელაძე, რომელმაც ახალგაზრდებს წარმატებები უსურვა არჩეული პროფესიების დაუფლებაში.

ხელოვნების უნივეტსიტეტის პროფესორ ვაჟა ბიბილეიშვილს ნაყოფიერი პედაგოგიური და შემოქმედებითი საქმიანობისათვის, დაბადების 70 წლის იუბილესთან დაკავშირებით გადაეცა ხელოვნების უნივერსიტეტის საპატიო სიგელი.

შეხვედრის ბოლოს პირველკურსელებმა თავიანთი სურვილები და მოლოდინები ფურცელზე გადაიტანეს და კონვერტებში დალუქეს. ისინი გაიხსნება 4 წლის შემდეგ და უკვე კურსდამთავრებულებს შეეძლებათ შეადარონ, დაემთხვა თუ არა მათი მოლოდინი რეალობას.

 

სიახლეების კალენდარი

ორშსამოთხხუთპარშაბკვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30