სტუდენტთა საყურადღებოდ!!!

სტუდენტთა საყურადღებოდ❗️❗️❗️
➡️USAID-ის ეკონომიკურi უსაფრთხოების პროგრამისა და სხვადასხვა კერძო დონორი ორგანიზაციის პარტნიორობით ევროპის ინოვაციების აკადემია (EIA) ქალაქ ბათუმში ახალ პროექტს იწყებს. EIA-ს პროექტი, რომლის მასპინძლები არიან კავკასიის უნივერსიტეტი, აშშ-ის ბაზარზე წვდომის ცენტრი (USMAC) და Startup Grind Tbilisi, 2022 წლის სექტემბერში განხორციელდება.
➡️EIA-ს პროგრამა განკუთვნილია სტუდენტებისთვის, რომლებსაც სტუდენტის აქტიური სტატუსი აქვთ (ან უმაღლეს საგანმანათლებლო საფეხურზე სწავლება დაასრულეს
მიმდინარე წელს), დაინტერესებულნი არიან, შეისწავლონ მეწარმეობა და განიხილავენ ამ
მიმართულებით კარიერის გაგრძელებას.
➡️მნიშვნელოვანია, რომ EIA-ს პროგრამა ქართველ სტუდენტებს სთავაზობს უნიკალურ შესაძლებლობას, იმუშაონ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის სტუდენტებისგან დაკომპლექტებულ ინტერკულტურულ გუნდებთან ერთად და შეიძინონ ცოდნა და გამოცდილება, რაც მათ იდეების წარმატებულ სტარტაპებად გარდაქმნაში დაეხმარება.
➡️ბანაკში მონაწილეობით დაინტერესებულმა სტუდენტებმა შემდეგი აპლიკაცია უნდა შეავსოთ ამა წლის 22 აგვისტომდე:
იხილეთ აპლიკაციის ბმული
⬇️⬇️⬇️
| EIA-Press-Release |
სიახლეების კალენდარი
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | 3 | 4 | 5 | ||
| 6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 |
| 13 | 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 |
| 20 | 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 |
| 27 | 28 | 29 | 30 | |||





