მემორანდუმი ფერიის საჯარო სკოლასთან
ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტსა და ხელვაჩაურის მუნიციპალი-ტეტის სოფელ ფერიის საჯარო სკოლას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემო-რანდუმი გაფორმდა.
მემორანდუმს ხელი მოაწერეს ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტის რექტორმა მაია ჭიჭილეიშვილმა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ფერიის საჯარო სკოლის დირექტორმა ლეილა დუმბაძე.
მემორანდუმის ძირითადი მიზნებია: შემოქმედებითი საქმიანობისათვის აუცილებელი მატერიალურ-ტექნიკური რესურსების ეფექტურად გამოყენება, ერთობლივი შემოქმედებითი პროექტების მომზადება და განხორციელება, სტუდენტთა პროფესიული პრაქტიკის ხელშეწყობა, ცალკეული მიმართულების საგანმანათლებლო პროგრამების მომზადებაში თანამშრომლობა და კონსულტაციების გაწევა, სტუდენტთა და მოსწავლეთა შორის ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავება და საერთო ინტერესების მქონე აქტივობების განხორციელება.