4-7 ივლისს უფსალას უნივერსიტეტში (შვედეთი) გაიმართა შუა საუკუნეებისა და რენესანსის მუსიკის საერთაშორისო 50-ე საიუბილეო კონფერენცია, სადაც 5 ივლისს გამართულ ქართული მუსიკის თემატურ სესიაზე - Georgian Music of the Middle Centuries ქართველმა მეცნიერებმა თბილისის სახ. კონსერვატორიიდან და ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტიდან წარადგინეს მოხსენებები.
ქართული მუსიკის სესიაზე მომხსენებლებად წარსდგნენ:
თამარ ჩხეიძე (თსკ, ასოც პროფ.), მოხსენებით - Liturgical Time and Chanting Art in Georgian Liturgical Practice of the Middle Ages;
ეკატერინე ონიანი (თსკ, ასოც პროფ.), მოხსენებით - On the revealing of
Polyphony in Georgian Neumatic System;
ეკა ჭაბაშვილი (თსკ, ასოც პროფ.), მოხსენებით Georgian Medieval Church Bell (Annotation);
ხათუნა მანაგაძე (ბხუ. პროფესორი) მოხსენებით - Georgian Translations and Educational System in the Context of Medieval Christian
Culture.
კონფერენციის სესიაზე (Re-)Forming Religious Identities 7 ივლისს, ონლაინ ფორმატში მონაწილობა მიიღო აგრეთვე თსკ-ს ასოც. პროფ. გვანცა ღვინჯილიამ მოხსენებით - The historical role and preconditions of Martin Luther's church reform.