ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტსა და ოზურგეთის ალექსანდრე წუწუნავას სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

სურათი
ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტსა და ოზურგეთის ალექსანდრე წუწუნავას სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
მემორანდუმს ხელი მოაწერეს ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტის რექტორმა მაია ჭიჭილეიშვილმა და ოზურგეთის სახელმწიფო დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა ვასილ ჩიგოგიძემ.
მემორანდუმის ძირითადი მიზნებია:
შემოქმედებითი საქმიანობისათვის აუცილებელი მატერიალურ-ტექნიკური რესურსების ეფექტურად გამოყენება, ერთობლივი შემოქმედებითი და კულტურის განვითარების პროგრამების მომზადება და განხორციელება, სტუდენტთა პროფესიული პრაქტიკის ხელშეწყობა, ცალკეული მიმართულების საგანმანათლებლო პროგრამების მომზადებაში თანამშრომლობა და კონსულტაციების გაწევა და სხვა.
ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმების შემდეგ, ოზურგეთის სახელმწიფო დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი ვასილ ჩიგოგიძე და თეატრის დირექტორი ზაზა ჯინჭარაძე, ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის დრამისა და კინოს სამსახიობო სპეციალობის IV კურსის სადიპლომო სპექტაკლის ,,ჩვენი მშობლების სექსუალური ნევროზები“ პრემიერას სტუდენტებთან შემდგომი ურთიერთობების გაგრძელების მიზნით დაესწრნენ.

სიახლეების კალენდარი

ორშსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930