ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის სტუდენტთა V საერთაშორისო კონფერენცია

სურათი

2022 წლის 20 მაისს ჩატარდა ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის  სტუდენტთა V საერთაშორისო კონფერენცია.

კონფერენციაში მონაწილეობდნენ: საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის, თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის, აპოლონ ქუთათელაძის სახელობის თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის, რუმინეთის ქ. კლუჟ-ნაპოკას ბაბეშ-ბოლიაის უნივერსიტეტის, ყაზახეთის ქ. თურქესტანის ტურიზმისა და მასპინძლობის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტები.

კონფერენციაზე წარმოდგენილია სექციები: ხელოვნებათმცოდნეობა, კინომცოდნეობა, კულტურული ტურიზმი, თეატრმცოდნეობა, ქორეოლოგია, მუსიკოლოგია, კულტურის მენეჯმენტი, მედია, განათლება.

 

სიახლეების კალენდარი

ორშსამოთხხუთპარშაბკვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30