თანამშრომლობის მემორენდუმი ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტსა და ტრაპიზონის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის

სურათი

11 მაისს ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტსა და ტრაპიზონის სახელმწიფო უნივერსიტეტს (თურქეთი) შორის თანამშრომლობის  მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმის მიზანია უნივერსიტეტებს შორის სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ხელშეწყობა, კულტურულ-შემოქმედებითი ურთიერთობების გაღრმავება,  ხელოვნების სფეროში გამოცდილების გაზიარება, სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის თანამშრომლობით მასტერკლასებისა და ვორქშოპების ჩატარება, საგანმანათლებლო, შემოქმედებითი და სამეცნიერო აქტივობების მხარდაჭერა.  

ურთიერთთანამშრომლობის   ამ ეტაპზე შედგა პროფესორ-მასწავლებელთა და სტუდენტთა კოლაბორაცია,  გაიმართა   ერთობლივი  კონცერტი   თურქი და ქართველი სტუდენტების მონაწილეობით, შესრულდა კლასიკური ნაწარმოებები. ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტის  პროფესორმა ხათუნა  მანაგაძემ   ტრაპიზონის უნივერსიტეტის კონსერვატორიის სტუდენტებისათვის  წაიკითხა ლექცია თემაზე   „ქართული ტრადიციული მუსიკის ისტორია“ .  რამდენიმე დღეში საპასუხო ვიზიტით ხელოვნების უნივერსიტეტს ესტუმრებიან ტრაპიზონის უნივერსიტეტის  კონსერვატორიის  პროფესორები მასტერკლასის, ლექციების და ერთობლივი კონცერტის  ჩასატარებლად.  

ხელმოწერა შედგა ქალაქ ტრაპიზონის სახელმწიფო უნივერსიტეტში. ოფიციალურ ღონისძიებას ესწრებოდნენ  თურქეთში  საქართველოს საკონსულოს  წარმომადგენლები.

 

სიახლეების კალენდარი

ორშსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031