24 დეკემბერს უნივერსიტეტის ღია სივრცეში ჩატარდა ხელოვნების უნივერსიტეტის 2021 წლის შემაჯამებელი შეხვედრა და წარმატებული სტუდენტების დაჯილდოება
24 დეკემბერს უნივერსიტეტის ღია სივრცეში ჩატარდა ხელოვნების უნივერსიტეტის 2021 წლის შემაჯამებელი შეხვედრა და წარმატებული სტუდენტების დაჯილდოება.
საზოგადოებას სიტყვით მიმართა უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა მაია ჭიჭილეიშვილმა, რომელმაც მოკლედ შეაჯამა 2021 წლის მუშაობა. ისაუბრა სასწავლო პროცესის გარდა საუნივერსიტეტო შემოქმედებით და სამეცნიერო მუშაობაზე. მადლობა გადაუხადა პროფესორ-მასწავლებლებს, სტუდენტებს და ადმინისტრაციულ პერსონალს ერთობლივი ნაყოფიერი მუშაობისათვის.
საღამოზე მადლობის სიგელებით და სერთიფიკატებით დაჯილდოვდნენ სხვადასხვა საერთაშორისო თუ ადგილობრივ შემოქმედებით, სამეცნიერო და საქველქმოქმედო პროექტებში მონაწილე სტუდენტები. მათი საქმიანობის შესახებ ისაუბრეს უნივერსიტეტის პროფესორებმა ქეთევან ვაჩეიშვილმა, მამუკა ჯორბენაძემ, ხათუნა მანაგაძემ, ასოცირებულმა პროფესორმა მიხეილ კვაჭაძემ, ასისტენტ პროფესორმა გიორგი გოგიბერიძემ, მოწვეულმა პედაგოგმა გიორგი ქათამაძემ და ასევე მოწვეულმა სტუმარმა, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა, ლელა თავდგირიძემ, რომელმაც განსაკუთრებული სითბოთი ისაუბრა ორი უნივერსიტეტის საინტერესო და საქმიანი თანამშრომლობის შესახებ და გამოთქვა სურვილი სხვადასხვა საერთაშორისო პროექტში სამომავლო ერთობლივი ჩართულობის შესახებ.
საღამო გაალამაზეს უნივერსიტეტის დრამისა და კინოს სამსახიობო პროგრამის სტუდენტებმა ცეკვით „მანეკენების ვალსი“ (დადგმა სასცენო მიმართულების ასისტენტ პროფესორი თამარ ბერიძე), მუსიკის ფაკულტეტის სტუდენტებმა სალომე მახათელაშვილმა, ირაკლი ჯინჭარაძემ და მუსიკის ფაკულტეტის გუნდმა. შესრულდა: ჟორჟ ბიზე - ლეილას და ნადირის დუეტი ოპერიდან ,,მარგალიტების მაძიებლები - კონცერტმაისტერი ნინო ნიშნიანიძე, ,,იანიჩარების გუნდი,, ოპერიდან ,,სერალიდან გატაცება,, - ქორმაისტერი ლელა დოლიძე, კონცერტმაისტერი - ეკა სოსელია.
სიახლეების კალენდარი
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
1 | 2 | 3 | 4 | 5 | ||
6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 |
13 | 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 |
20 | 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 |
27 | 28 | 29 | 30 | 31 |