სტუდენტთა სამეცნიერო სემინარი

სურათი
2021 წლის 23 დეკემბერს ჩატარდა სტუდენტთა სამეცნიერო სემინარი, რომელშიც მონაწილეობდნენ განათლების, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტისა და სახვითი, სასცენო და კინო-ტელე ხელოვნების ფაკულტეტის სტუდენტები. 
სტუდენტებმა წარმოადგინეს მოხსენებები ხელოვნების ისტორიისა და თეორიის, ხელოვნების მენეჯმენტისა და არქიტექტურის თემატიკაზე:
მარია ზარიძე - „კულტურის სფეროს პროექტების შესაძლებლობები და ეფექტური კომუნიკაცია თეატრის მაგალითზე“.
მარი ხოზრევანიძე - „ბათუმის ღვთისმშობლის შობის ეკლესიის ისტორიის საკითხისათვის“.
ლია შაინიძე - „ქეთევან მაღალაშვილის პორტრეტული სახეები“.
მარიამ ფარცახაშვილი - „ესთეტიური პარადიგმები ვან დერ როეს შემოქმედებაში და მინის არქიტექტურა“.
ქეთი დოლიძე - „გამოჩენილ არქიტექტორთა საცხოვრებელი სახლები“.
სამეცნიერო სემინარი ჩატარდა zoom-ის ონლაინ პლატფორმაზე.
 

სიახლეების კალენდარი

ორშსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031