08. 12. 2021 - ამერიკის საელჩოს, ამერიკული ორგანიზაცია World Chicago-სა და ილინოისის უნივერსიტეტის წარმომადგენელთა ვიზიტი ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტში

მედიაგანათლების MEDIA EDUCATION PROGRAM (MEP) პროგრამის ფარგლებში 2021 წლის 8 დეკემბერს ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტს ეწვია სქართველოში ამერიკის საელჩოს და ამერიკული პარტნიორი ორგანიზაცია World Chicago-ს წარმომადგენლები, ილინოისის უნივერსიტეტის პროფესორები.
ილინოისის უნივერსიტეტის ლექტორმა ნეიტ კარპენტერმა ჟურნალისტიკის სპეციალობის სტუდენტებისათვის ჩაატარა საჯარო ლექცია თემაზე: ,,პრაქტიკული შესავალი სოციალური მედიის ანალიტიკაში".
World Chicago-ს პრეზიდენტმა პეგი პარფენოფმა ოფიციალური შეხვედრის დროს მედიაგანათლების პროგრამის კურსდამთავრებულს ბხსუ-ს პროფესორს და ტელე-რადიო ჟურნალისტიკის პროგრამის ხელმძღვანელს მამუკა ჯორბენაძეს გადასცა MEDIA EDUCATION PROGRAM (MEP) სერთიფიკატი.
მედიაგანათლების პროგრამა MEDIA EDUCATION PROGRAM (MEP) არის ყოველწლიური საგრანტო პროგრამა, რომელსაც ახორციელებს აშშ-ის საელჩოს საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილება (Public Affairs Section of the U.S. Embassy) ამერიკულ გრანტიორ ორგანიზაციასთან ერთად. ეს პროგრამა სრულად დაფინანსებულია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ (US Department of State). წელს ამერიკელი პარტნიორი ორგანიზაციაა World Chicago. პროგრამის მიზანია საქართველოში ჟურნალისტიკის სწავლების თანამედროვე მედია სტანდარტების დანერგვა