ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის V საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „კულტურა და ხელოვნება თანამედროვეობის კონტექსტში“
2021 წლის 23-24 ოქტომბერს ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტში ჩატარდება V საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „კულტურა და ხელოვნება თანამედროვეობის კონტექსტში“.
კონფერენციის მიზანია კულტურისა და ხელოვნების მნიშვნელოვანი და აქტუალური საკითხების კვლევა, შემოქმედებითი პროცესებისა და ტენდენციების გაანალიზება და შეფასება.
კონფერენცია მოიცავს კულტურისა და ხელოვნების საკითხთა ფართო სპექტრს. წარმოდგენილია შემდეგი თემატიკა: ფერწერა, არქიტექტურა, კულტურული მემკვიდრეობა, რესტავრაცია, თეატრი, კინემატოგრაფი, მუსიკა, ქორეოგრაფია, კულტურა, კულტურული ტურიზმი, სახელოვნებო განათლება, მედია.
კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ ქართველი და უცხოელი მკვლევრები, მეცნიერები, პრაქტიკოსები, რომლებიც წარმოადგენენ ქვეყნის წამყვან უნივერიტეტებს, სამეცნიერო ცენტრებს და სახელოვნებო დაწესებულებებს. მნიშვნელოვანია დოქტორანტების ჩართულობა. სხვადასხვა თაობის მკვლევართა შორის სამეცნიერო დისკუსიები და პრაქტიკოსების გამოცდილების გაზიარება ხელს შეუწყობს კონფერენციის მონაწილეთა ცოდნის გაღრმავებას და მკვლევართა შორის გაზრდის აღნიშნული სფეროს საკითხთა კვლევის მოტივაციას.
კონფერენციაში მონაწილეობს 80-ზე მეტი მკვლევარი.
საქართველოდან კონფერენციაზე წარმოდგენილია ქვეყნის წამყვანი უნივერსიტეტები, სამეცნიერო ცენტრები და სახელოვნებო დაწესებულებები. მათ შორის: თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის, თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სამხატვრო აკადემიის, საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის, ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ბათუმის შოთა რუსთაველის ახელმწიფო უნივერსიტეტის, გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნული კვლევითი ცენტრის, საქართველოს ეროვნული მუზეუმის, ნიკო ბერძენიშვილის სახელობის ქუთაისის სახელმწიფო ისტორიული მუზეუმის, აჭარის არქეოლოგიური მუზეუმის, ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები, მკვლევრები და დოქტორანტები.
უცხოეთიდან: უნგრეთის, ბულგარეთის, უკრაინის, ბელარუსის, რუსეთის სასწავლო და სახელოვნებო დაწესებულებების წარმომადგენლები.
კონფერენციის ჩატარება ხელს შეუწყობს რეგიონის პოპულარიზაციას, ხელოვნების უნივერსიტეტის პროფესიულ განვითარებას, სამომავლოდ ერთობლივი პროექტების განხორციელებას.
კონფერენციის თანაორგანიზატორები არიან: თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია, საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი, თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია.
კონფერენცია დაფინანსებულია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს „უმაღლესი განათლების ხელშეწყობის“ ქვეპროგრამის - კონფერენციის ორგანიზების ფარგლებში.
იხილეთ კონფერენციის პროგრამა.
გთხოვთ, იხილოთ Zoom-ის ონლაინ პლატფორმაზე დასწრების ბმული სექციების მიხედვით:
23 ოქტომბერი - 10.30:
ხელოვნებათმცოდნეობა - https://us02web.zoom.us/j/2192945656 key: 825242
მუსიკისმცოდნეობა, ქორეოლოგია - https://us02web.zoom.us/j/6723001451 key: 860142
კულტურა, კულტურული ტურიზმი - https://us02web.zoom.us/j/4185881902 key: 3HMSMF
კინომცოდნეობა - https://us02web.zoom.us/j/4249173389 key: T4HZgr
24 ოქტომბერი - 10.00:
ხელოვნებათმცოდნეობა - https://us02web.zoom.us/j/2192945656 key: 825242
თეატრმცოდნეობა - https://us02web.zoom.us/j/5111528689 key: 7wCpS3
სახელოვნებო განათლება, მედია - https://us02web.zoom.us/j/6723001451 key: 860142
პროგრამა 2021 |
სიახლეების კალენდარი
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
1 | 2 | 3 | 4 | 5 | ||
6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 |
13 | 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 |
20 | 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 |
27 | 28 | 29 | 30 | 31 |