ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტი ღრმა მწუხარებას გამოხატავს უნივერსიტეტის ემერიტუს-პროფესორის, მოქანდაკის, მხატვრის, პედაგოგის ოთარ დარჩიას გარდაცვალების გამო, სამძიმარს უცხადებს ოჯახს, ახლობლებს, პროფესიულ საზოდაგოებას და ქალაქს

სურათი

ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტი ღრმა მწუხარებას გამოხატავს უნივერსიტეტის ემერიტუს-პროფესორის, მოქანდაკის, მხატვრის, პედაგოგის  ოთარ დარჩიას გარდაცვალების გამო, სამძიმარს უცხადებს ოჯახს, ახლობლებს, პროფესიულ საზოდაგოებას და ქალაქს.

ბატონი ოთარი გახლდათ მრავალმხივი ნიჭით გამორჩეული ადამიანი, თავმდაბალი, სულით პედაგოგი, გასაოცარი პლასტიკური ფორმებით მოაზროვნე ხელოვანი.  მისმა ღვთისმოსავობამ, ნიჭმა და შესაძლებლობებმა განსაკუთრებული თავისულფება ჰპოვა ქანდაკებებსა და საეკლესიო ნიმუშებში.

ბატონი ოთარის სანდომიანი გარეგნობა, კეთილშობილება და ღრმა ინტელექტი დიდხანს დარჩება სტუდენტების, უნივერსიტეტის კოლეგებისა და ბათუმელების გულებში.

ოთარ დარჩიამ განათლება მიიღო თბილისის სამხატვრო აკადემიაში ქანდაკების სპეციალობით. მუშაობდა ბათუმის ნ. კანდელაკის სახელობის სამხატვრო სასწავლებელში და ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტში.

ის იყო საქართველოს მხატვართა კავშირის წევრი, მხატვართა კავშირის (აჭარის განყოფილება) გამგეობის წევრი და სამხატვრო საბჭოს თავმჯდომარე.

 

სიახლეების კალენდარი

ორშსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031