ლექცია თემაზე: „ვენის კლასიკური სკოლიდან ახალი ვენის სკოლამდე“

სურათი
9 ივნისს აკაკი წერეთლის სახელობის ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკაში, ავსტრიული კულტურის კვირეულის ფარგლებში, ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტის მუსიკოლოგიის დოქტორმა, პროფესორმა ხათუნა მანაგაძემ წაიკითხა საჯარო ლექცია თემაზე: „ვენის კლასიკური სკოლიდან ახალი ვენის სკოლამდე“. 
ხათუნა მანაგაძემ ვრცლად ისაუბრა შტრაუსის, მალერისა და შუბერტის ხელოვნებაზე, მათი ნაწარმოებების სპეციფიკაზე, კლასიკოსების - ჰაიდნის, მოცარტისა და ბეთჰოვენის ცხოვრებისა და მოღვაწეობის ნაკლებად ცნობილ ფაქტებზე.  ლექციის ბოლო ნაწილი კი დაეთმო მეოცე საუკუნის დასაწყისში ვენაში  მოღვაწე კომპოზიტორთა შემოქმედებას. 
ლექციის მსვლელობისას აუდიტორიამ მოისმინა მუსიკალური ნაწარმოებების ფრაგმენტებიც.
შეხვედრის დასასრულს ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულებმა - მარიამ ფირცხალაიშვილმა, ასლან დიასამიძემ და მაგისტრატურის სტუდენტმა სალომე მახათელაშვილმა, შეასრულეს შტარუსისა და მალერის ნაწარმოებები (პროფესორ თამაზ ცერიაშვილის კლასი, კონცერტმაისტერი - ნინო ნიშნიანიძე).

სიახლეების კალენდარი

ორშსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031