გიორგი გარაყანიძის სახელობის ფოლკლორული და სასულიერო მუსიკის საერთაშორისო XV კონფერენცია

სურათი

30 ნოემბერი 2020 წელი

2020 წლის ნოემბერში ონლაინ ფორმატით ჩატარდა გიორგი გარაყანიძის სახელობის ფოლკლორული და სასულიერო მუსიკის XV საერთაშორისო ფესტივალი. 

ფესტივალის ფარგლებში ტრადიციულად გაიმართა კონფერენცია, რომლის მიზანი იყო  ტრადიციული მუსიკალური კულტურის მიმართულებით უახლესი კვლევების გაცნობა. პოზიციების გაცვლა, ქართული ტრადიციული კულტურის მკვლევრების უცხოელ კოლეგებთან ინტეგრირება. ქართული ფოლკლორული და სასულიერო მუსიკის პოპულარიზაცია უცხოეთის სამეცნიერო წრეებში. კონფერენციის მუშაობაში 25 მეცნიერი მონაწილეობდა საქართველოდან და უცხოეთის ექვსი ქვეყნიდან (საბერძნეთი, რუმინეთი, სერბეთი, რუმინეთი, თურქეთი, ლიეტუვა) წარმოდგენილი იყო 24 მოხსენება (ორი მეცნიერის ერთი საერთო მოხსენება). ქართველმა და უცხოელმა მეცნიერებმა ერთმანეთს გააცნეს უახლესი კვლევები მათი ქვეყნის ფოლკლორული და სასულიერო მუსიკის სფეროში, გაცვალეს ინფორმაცია და მომავალი გეგმები დასახეს. მოხსენებების ვიდეო-ვერსია პრეზენტაციებით განთავსდა ზემოთხსენებული ფესტივალის ფესიბუქ გვერდზე.

ააჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით მოხსნებები გამოიცა წიგნად, ორ ენაზე (ქართულ-ინგლისური), დაიბეჭდა 150 ცალი წიგნი.

 

ფესტივალისა და კონფერენციის შესახებ დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ლინკზე.

 

https://www.facebook.com/%E1%83%92%E1%83%98%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%92%E1%83%98-%E1%83%92%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%A7%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%AB%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%90%E1%83%A8%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%9D-%E1%83%A4%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%A2%E1%83%98%E1%83%95%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%98-569332876433264

Conference1

სიახლეების კალენდარი

ორშსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31