გამოიცა ბხსუ-ს სამეცნიერო კრებული „ხელოვნებათმცოდნეობითი ეტიუდები“
24 ნოემბერი 2020 წელი
გამოიცა ბხსუ-ს სამეცნიერო კრებულის - „ხელოვნებათმცოდნეობითი ეტიუდები“ VIII ტომი. კრებულის თემატიკა მოიცავს კულტურისა და ხელოვნების საკითხთა ფართო სპექტრს. კრებულში წარმოდგენილია ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის, საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის, თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ქუთაისის სახელმწიფო ისტორიული მუზეუმის, კიევის ი. კარპენკო-კარის სახელობის თეატრის, კინოსა და ტელევიზიის ეროვნული უნივერსიტეტის, ხარკოვის დიზანისა და ხელოვნების ეროვნული აკადემიის პროფესორ-მასწავლებელთა და მკვლევართა ნაშრომები.
კრებული დაიბეჭდა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს პროგრამა „ორიენტირის“ ფარგლებში. იგი განკუთვენილია სახელოვნებო მიმართულების მკვლევარებისა და სტუდენტებისათვის, ხელოვნებისა და კულტურის ისტორიით დაინტერესებული მკითხველისათვის.
კრებულის ელექტრონული ვერსია განთავსებულია ბხსუ-ს ვებგვერდზე და ხელმისაწვდომია დაინტერესებულ პირთათვის.
იხ. http://www.batu.edu.ge/text_files/ge_file_3270_1.pdf
სიახლეების კალენდარი
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
1 | 2 | 3 | 4 | 5 | ||
6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 |
13 | 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 |
20 | 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 |
27 | 28 | 29 | 30 | 31 |