ჩატარდა ბხსუ-ს სტუდენტთა საერთაშორისო კონფერენცია
20 ნოემბერი 2020 წელი
2020 წლის 20 ნოემბერს დისტანციური ფორმით, პლატფორმა ZOOM-ის გამოყენებით ჩატარდა ბხსუ-ს სტუდენტთა საერთაშორისო კონფერენცია.
კონფერენციაზე წარმოდგენილი იყო 3 სექცია:
- ხელოვნებათმცოდნეობა;
- თეატრმცოდნეობა;
- კინომცოდნეობა, მუსიკისმცოდნეობა, მედია.
კონფერენციაში მონაწილეობდნენ საქართველოსა და უცხოეთის უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების ბაკალავრიატის და მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტები. საქართველოდან კონფერენციაზე წარმოდგენილი იყო: საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი, თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია, ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი, ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტი. უცხოეთიდან: კიევის კულტურისა და ხელოვნების ეროვნული უნივერსიტეტი, აზერბაიჯანის კულტურისა და ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტი, ყახაზეთის ხელოვნების ეროვნული უნივერსიტეტი, ყაზახეთის ტ.ჟურგენოვის სახელობის ხელოვნების ეროვნული აკადემია, ყაზახეთის ს.სეიფულინის სახელობის აგროტექნიკური უნივერსიტეტი.
კონფერენცია დაფინანსდა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ პროგრამა „ორიენტირის“ ფარგლებში, რომელიც ითვალისწინებს კულტურისა და ხელოვნების სფეროში საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ხელშეწყობას.
სიახლეების კალენდარი
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
1 | 2 | 3 | 4 | 5 | ||
6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 |
13 | 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 |
20 | 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 |
27 | 28 | 29 | 30 | 31 |