ზურაბ ჟვანიას სახელობის „წინანდლის პრემიის” ნომინანტები

სურათი

17 ნოემბერი 2020 წელი

ზურაბ ჟვანიას სახელობის „წინანდლის პრემიის” ნომინანტები
ზურაბ ჟვანიას სახელობის „წინანდლის პრემიის” ჟიურიმ მეცნიერებისა და ხელოვნების 8 დარგში 2020 წლის „წინანდლის პრემიის“ 24 ნომინანტი გამოავლინა. კინოხელოვნების დარგში ნომინანტებს შორის არის ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის კინორეჟისურის საგანმანათლებლო პროგრამის მეოთხე კურსის სტუდენტის მირიან ორაგველიძისა და საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის კინორეჟისურის საგანმანათლებლო პროგრამის მესამე კურსის სტუდენტის საბა ქარელის ერთობლივი ნამუშევარი, მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი ,,მამის პორტრეტი ინტერიერში''.
დოკუმნტური ფილმის გადაღება შედგა ერაზმუსის პროგრამის ფარგლებში დაგეგმილი საერთაშორისო კინოპროექტის „TAFU – FIIS მარადიდის ზამთრის კინოსკოლა“ ფაგლებში, რომელშიც მონაწილეობენ: პოლონეთის ლოძის ეროვნული კინოსკოლის (FIIS)-ის, საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის კინო-ტელე ფაკულტეტის და ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის 4 ტუტორი და 12 სტუდენტი.
დამატებითი ინფორმაცია პროექტის შესახებ იხილეთ ლინკზე
ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტი ულოცავს სტუდენტებს ამ წარმატებას!

სიახლეების კალენდარი

ორშსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930