სტუდენტთა და დაინტერესებულ პირთა საყურადღებოდ!

15 ნოემბერი 2020 წელი
16 ნოემბერს, 12:00 საათზე, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში ტოლერანტობის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ფოტო-ნახატების გამოფენა „ჩემი თვალით დანახული ტოლერანტობა“ გაიმართება. ღონისძიება ევრო საბჭოს, ანტი-დისკრიმინაციული დეპარტამენტის DG-II-ის პროექტის „დისკრიმინაციის, სიძულვილით მოტივირებული დანაშაულისა და სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლა საქართველოში“ ხელშეწყობით, კამპანიის „მე ვირჩევ თანასწორობას“ ფარგლებში ბსუ-ს ზუსტ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტის ორგანიზებით ჩატარდება.
გამოფენაში მონაწილეობას იღებენ ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტები.
ფოტო-ნახატების გამოფენაზე მონაწილეობის მსურველები დარეგისტრირდით ბმულზე: https://forms.gle/SN9p4wPup3e6N6Z7A
სიახლეების კალენდარი
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
1 | 2 | |||||
3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
31 |