საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილის, ქალბატონ ნუნუ მიცკევიჩის ვიტიზტი ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტში
3 აგვისტო 2020 წელი
ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩი ეწვია. მინისტრის მოადგილემ დაათვალიერა უნივერსიტეტის განახლებული შენობა და სასწავლო ინფრასტრუქტურა - ბიბლიოთეკა, სასწავლო თეატრი, მცირე საკონცერტო დარბაზი, სამუსიკო და სასცენო ხელოვნების, კონო-მონტაჟის, არქიტექტურისა და დიზაინის მიმართულების აუდიტორიები, სამკერვალო სახელოსნო. მინისტრის მოადგილე გაეცნო სახელოსნოებში მუშაობის სპეციფიკას, სტუდენტების მიერ შექმნილ ნამუშევრებს, სახელოვნებო მიმართულებების სწავლებისათვის დანერგილ სიახლეებს. უნივერსიტეტის რექტორთან შედგა საუბარი მიმდინარე სასწავლო წელს ჩატარებული შემოქმედებითი ტურების, სწავლებისა და კვლევითი საქმიანობის და ახალი სასწავლო წლისათვის მზადების შესახებ.
სიახლეების კალენდარი
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
1 | 2 | 3 | 4 | 5 | ||
6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 |
13 | 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 |
20 | 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 |
27 | 28 | 29 | 30 | 31 |