ბულგარელი არქიტექტორის ბისერ კოზლევის საჯარო ლექცია თემაზე: "ბულგარული არქიტექტურა, თანამედროვეობა და ტრადიციები."
26 თებერვალი 2020 წელი
დღეს, 25 თებერვალს, ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში ცნობილმა ბულგარელმა არქიტექტორმა ბისერ კოზლევმა გამართა საჯარო ლექცია თემაზე: "ბულგარული არქიტექტურა, თანამედროვეობა და ტრადიციები."
შეხვედრას ესწრებოდნენ ბულგარეთის ელჩი საქართველოში დესისლავა ივანოვა, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს საერთაშორისო დეპარტამენტის ხელმძღვანელი თეა ჭანტურიშვილი, უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი მაია ჭიჭილეიშვილი, აკადემიური პერსონალი, სტუდენტები და სხვა დაინტერესებული პირები.
ბისერ კოზლევმა ისაუბრა ბულგარეთის ტრადიციული ურბანული და თანამედროვე არქიტექტურის, ისტორიული შენობების თანამედროვე რეკონსტრუქციისა და ფუნქციური ადაპტაციის საკითხებზე.
გამოითქვა მოსაზრებები ბულგარეთსა და საქართველოში, ზოგადად შავი ზღვის რეგიონში, გავრცელებული ურბანული არქიტექტურის თავისებურებების, ტრადიციების მსგავსებისა და თანამედროვე მხატვრული ტენდენციების შესახებ.
სიახლეების კალენდარი
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
1 | 2 | 3 | 4 | 5 | ||
6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 |
13 | 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 |
20 | 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 |
27 | 28 | 29 | 30 | 31 |